суббота, 25 мая 2019 г.

26 მაისი

დამოუკიდებლობის დღე.
ჯერ დავფიქრდეთ სიტყვაზე "დამოუკიდებლობა", რა დატვირთვის მატარებელია? რას მოიცავს და გულისხობს საკუთარ თავში?
ანუ ვინმეზე/რამეზე არ დამოკიდებულება, გადაწყვეტილებების თამამად მიღება, სხვისი აზრის არ გათვალისწინება (ამ შემთხვევაში, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება) საკუთარი ქვეყნის  ერთპიროვნული მართვა.
ეს დღე არის ჩვენი პატარა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული, ამაღელვებელი და დიდებული დღე.
ჯერ კიდევ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით საქართველოს მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც საბოლოოდ 1991 წლის 9 აპრილის აქტით საქარტველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქვეყნოდ გამოაცხადა. ამ ფაქტით საქართველომ დაიწყო თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრება.
მანამდე, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს რუსეთის იმპპერიას გამოეყო და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა-ეროვნულმა საბჭომ "საქარტველოს სახემწიფოებრვი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
გილოცავთ!!!

среда, 22 мая 2019 г.

ორიოდე სიტყვა სამეფო კარის თამაშებზე...

მსოფლიოში ცნობილი და ყურებადი HBO-ს სატელევიზიო შოუ, ფენტეზი, სამეფო კარის თამაშები დასრულდა. დასრულდა კრახით.
არ შევეხები პირველ 7 საოცარ სეზონს, სადაც დაწვრილებით და ნაბიჯ-ნაბიჯ იქნა ყველა გადაწყვეტილება მიღებული თითოეული პერსონაჟის მიერ და ეს გასაგები იყო ჩვენთვის, მაყურებლებისა და ფანებისთვის.
სატელევიზიო შოუს, როემელსაც მთელი ერთი წელი ელი, რომ განსაკუთრებული 10 სერიით დატკბე... ეს ასე იყო წარსულში, მანამ სანამ ზამთარი დადგებოდა. დადგა ზამთარი, მოვიდა ღამის კაცი და აირ-დაირია ყველაფერი.

ჩემთვის საყვარელი და მიზნისკენ მსწრაფი, შეუპოვარი და სამართლიანი დეინერის ტარგარიანი, რომელმაც ასეულობით წლის წინ გადაშენებული დრაკონები ისევ მოავლინა ქვეყანას და გახდა მათი დედა, მოკლულ იქნა საყვარელი ადამიანის მიერ უსასტიკესი სიკვდილით,როცა მოწინააღმდეგეთა შორის ძალები მხილოდ ერთ მხარსაა გადანაწილებული 100%-ით. დრაკონების დედამ გამოიარა სისხლიანი გრძელი გზა, ამ გზაზე დაკარგა ქმარი, შვილი, მეგობრები და ორი დრაკონი. ქალმა ვერც კი მოასწრო გამარჯვებით ტკბობა ისე ჩასცეს ლახვარი. მისი სიკვდილი იყო ყველაზე უსამართლო (ჩემი აზრით) ჩემ მიერ ნანახ სატელევიზიო შოუებს შორის. ვფიქრობდი,რომ მისი სიკვდილი ერთ-ერთი ვარიანტი იქნებოდა სერიალის დასასრულის. მაგრამ ასეთს ვერ წარმოვიდგენდი. ასე იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ, როცა მენტალისტში ბოლოს-და ბოლოს პატრიკ ჯეინი სისხლიან ჯონს ამხელს და მის ვინაობას იგებს. ასე არ მწყენია "კარგ ცოლში" უილის სიკვდილი, რომელსაც დიდხანს არ ვიჯერებდი და ამავე შოუში, პირველი სეზონის ბოლოს მოკლული ყველასთვის საყვარელი ნედ სტარკის სიკვდილის დასჯის სცენის შემდეგ და მას შემდეგ, რაც მისი თავი წამოაცვეს და აღმართეს სარზე, რათა ყველას ენახა, ვერ დავიჯერე და ბოლომდე მეგონა რაღაც ხრიკებით ნედი ისევ ცოცოხალი მოგვევლინებათქო...
დიდებული ქალის, დრაკონით მფრინავი ქალის უსამართლო აღსასრული.
ჯონ სნოუ უღირსი ტარგარიანი, რომელიც არ იმსახურებდა ამ გვარს და რომლის ადგილი ზუსტად რომ იქ არის საიდანაც წამოვიდა, მაგრამ ისევ გაამწესეს.
ეს არის ჩემი კომენტარი.
პატივისცემით
თავისუფალი მწერალი




воскресенье, 31 марта 2019 г.

მარიო ვარგას ლიოსა


მარიო ვარგას ლიოსა დიდი პერუელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატია.
მისი ორი ნაწარმოები მაქვს წაკითხული.
ვაცის ნადიმი და ცუდი გოგოს ოინები.
ვაცის ნადიმში მწერალი შთამბეჭდავად აღწერს დომენიკის რესპუბლიკაში ტრუხილიოს ეპოქასა და მის დიქტატურას. ქრონოლოგიური სიზუსტით აღადგენს დიდი პოლიტიკური მკვლელობის ირგვლივ ატეხილ აურზაურს. ამ ისტორიულ თემას, ფონად გასდევს 35 წლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული ურანია კაბრალის ისტორია, რომელიც მამის სანახავად ჩადის დომენიკის რესპუბლიკაში და ამავდროულად გახსენებას იწყებს იმ მიზეზებისა, რის გამოც მას სამშობლოს დატოვება მოუწია.
რომანი ისტორიულია. ძირითად ფაქტებზე დყრდნობილი. მარიო ვარგას ლიოსა აღწერს დიქტატური რეჟიმის არსს, მის მარწუხებსა და თავისუფლება დაკარგული ხალხის ბედს.

ცუდი გოგოს ოინებიშიც არის ისტორიული ხაზი, თუმცა ის ძირითად ხაზს- მამაკაცისა და ქალის სიყვარულს გასდევს ლანდად.
ამ ნაწარმოებში ისევ გაიჟღერებს კითხვა: როგორია ნამდვილი სიყვარული?
" ცუდი გოგო" და "კარგი ბიჭი" პერსონაჟები ერთმანეთს ყოველთვის ასე მიმართავენ.
მირაფლორესელ რიკარდო სომოკურსიოს, რომლის ერთადერთი ოცნება პარიზში ცხოვრება იყო, რომელიც ამ ოცნებას აიხდენს და იუნესკოში სინქრონისტი მთარგმნელია, უყვარს ბავშვობის დროიდან მოყოლებული, უამრავინიღბისა და სახელის მატარებელი ქალი.  მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარულის ობიექტმა ბევრი სახელი გამოიცვალა,ჩილელი გოგონა, ამხანაგი არტელე, მადამ რობერ არნუა, მისის რიჩარდსონი, კურიკო და ბოლოს მადამ რიკარდო სომოკურსიო. რომელია მისი ნამდვილჯ სახელი? ეს კითხა მთელი ნაწარმოების მანძილზე აწუხებს რიკარდოს.
მოქმედება ხდება ლიმაში, პარიზში, ლონდონში, ტოკიოსა და მადრიდში.
რიკარდო სომოკურსიოს ცცხოვრების ყველა ეტაპზე ეჩეხება ეს ბობოქარი, ამოუცნობი ქალი, რომელიც ზოგჯერ ნამდვილად თავს დამტყდარი კოშმარია, ზოგჯერ კი დიდი სიყვარული.
გირჩევთ ორივე წიგნს. აუცილებად წასაკითხ წიგნების სიაში უნდა იყოს.
მე კი მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედების გაცნობას განვაგრძობ


воскресенье, 24 марта 2019 г.

ქალაქი წყალზე (ეს საინტერესოა...)

ქალაქი წყალზე ქართველი თანამედროვე მწერლის სალომე  ბენიძის ნაწარმოებია. წიგნი ფანტასტიური ხასიათისაა, მასში ფანტასტიკა და რეალობა ისეა გადახლართულია ერთმანეთში, მკითხველის ყურადღებას მაქსიმალურად იპყრობს .
წიგნის მთავარი თემა და მამოძრავებელი ძალა- ქალებია: ძლიერი, დამოუკიდებელი, შეყვარებული და გულნატკენი ქალები, რომლებიც ყველა მსხვერპლსა თუ რისკზე გააზრებულად მიდიან, მიდიან და პასუხიმგებლობასაც ყელმოღერებით ეგებებიან.
ქალაქი წყალზეა გაშენებული. ეს ქალაქი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქში სხვადასხვა დროს მცხოვრებ ქალებს, რომლებსაც ზებუნებრივი ძალები გააჩნიათ.
ლიდიას, ელფის, ილარიას, კატარინას, მარიას და ანა-ულრიკეს ისტორია გულგრილს არ ტოვებს მკითხველს.
წიგნი პოეტური ენითაა ნაწერი და ყოველი წინადადება დაკვირვებას ითხოვს.
ეს წიგნი ქალთა უკიდეგანო სამყაროს გამოძახილია.
გირჩევთ.


понедельник, 18 марта 2019 г.

ბედუინი (ეს საინტერესოა...)

"ბედუინი" ქართველი მწერლის ნინო ჭიპაშვილის (იგივე ნეფერტარი) სადებიუტო რომანია, რომლიც ახლახანს გამოიცა. ის ამ რომანს 4 წლის მანძილზე ლიტერატურულ საიტზე http://urakparaki.com- ზე თავებად დებდა.

თამამად შემიძლია ვთქვა. რომ ქართულ სივრცეში მსგავსი არაფერი დაწერილა. ეს არის სათავგადასავლო ნაწარმოები, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება შიში, სიხარული, თავგანწირვა და სიყვარული. რომანი ერთი ამოსუნთქვით არ იკითხება. პირიქით. ის დაწერილია პოეტური ენით და ყველა წინადადება თითქოს გარითმულია. კითხვის დროს ბოლომდე შეიგრძნობ იმას, რასაც პერსონაჟი განიცდის.
უბადნოში შემთხვევით დაკარგული ქართველი გოგო ნინა და უდაბნოს შვილი ალ ქაბირი...
წიგნი ჩქარა წავიკითხე, ჩემი სულმოუთქმელი ხასიათის გამო. უცებ მინდოდა გამეგო რა ბედი ეწეოდა ამ ორ ადამიანს. მათ შორის გაბმული ნაზი სიყვარულის სიმები, გამყარდებოდნენ თუ გაწყდებოდნენ? გაუძლებდნენ უდაბნოს სისასტიკეს, თუ დანებდებოდნენ?
ვიცოდი, ნაწარმოებმა წიგნად გამოცემისთვის ცოტა სახე იცვალა.ამიტომ, რომ არაფერი დამკლებოდა, ურაკპარაკზე გაგავინაცვლე. სახეუცვლელი ვარიანტია საიტზე და იქაც გადავხედე.
მოკლედ, გირჩევთ წიგნს. ძალიან შთამბეჭდავია.
წიგნი, რომელსაც მეორედ აუცილებლად დავუნრუნდები.


четверг, 14 марта 2019 г.

ჰარუკი მურაკამი (ეს საინტერესოა...)

ჰარუკი მურაკამი თანამდროვე იაპონელი მწერალია. ის ბავშვობიდან განიცდიდა დასავლური კულტურის გავლენას, რაც მკვეთრად განოიხატება მის ნაწარმოებებში.
მე ჯერ მისი ორი ცნობილი რომანი ნორვეგიული ტყე და 1Q84 მაქვს წაკითხული.
ორივეში იგრძნობა მარტოსულობა.

ნორვეგიული ტყე მოგვითხრობს ადამიანის რთული ბედის, დანაკარგისა და სიყვარულის შესახებ. მთავარი მოქმედი პერსონაჟია ტორუ ვატანაბე, რომელსაც უყვარს ბავშვობის მეგობარი ნაოკო, ფსიქიკური აშლილობის მქონდე გოგო, რომელსაც ადამიანური დანაკლისი მშვიდად ცხოვების უფლებას არ აძლევს.
ყავს აგრეთვე სიყვარულის მეორე ობიექტი, სტუდენტობაში გაცნობილი მადორი, რომლის მიმართ ვნებიან და მაცდური სიყვარული ძალზედ განსხვავდება ნაოკოსადმი გრძნობისგან...

2010 წელს გადაიღეს ფილმი: http://net.adjara.com/Movie/main?id=3276



1Q84 არის ტრილოგია და  ფანტასტიკის ელემენტების შემცველი რომანი, რომელიც მოგვითხრობს ორი პარალელური სამყაროს შესახებ.
მთავარი პერსონაჟბია ტენგო კავანა და აომამე, რომელთა ბედით ერთმანეთთნ უხილავი ძაფებითაა გადახლართული და რის შესახებაც მათ წარმოდგნაც არ აქვთ. ისინი 1984 წლიდან უხილავი ძალების მეშვეობით გადაინაცვლებენ 1Q84–ში, პერიოდში, რომელიც ხიფათითაა სავსე.

1Q84–ის ღამის ცაზე ორი მთვარე კიდია...ერთი ჩვეულებრივი ყვითელი და მეორე შედარებით პატარა მწვანე...


воскресенье, 10 марта 2019 г.

ეს საინტერესოა... (ჩემი აღმოჩენა)

ჩემო აღმოჩენაა 21-ე საუკუნის პოპულარული ფრანგი მწერალი ანა გავალდა.
ის გახდა ინსპირაცია წერა დამეწყო. თითქოს მიმართულება მომცა...
მისი პერსონაჟებიც გვიყვებიან ამბებს, საკუთარ დრამებსა და ტრაგედიებს.
ის პარიზში დაიბადა. 1992 წელს იმარჯვებს კონკურსში "საუკეთესო სასიყვარულო წერილი". ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა , როცა მისი ნოველების კრებული "მინდა, რომ ვინმე, სადმე მელოდებოდეს..." გამოვიდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებაც დაიმსახურა. ეს კრებული  სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და მას პოპულარობა და წარმატება მოუტანა.
ამის შემდეგ გამოდის  წიგნები "მე ის მიყვარდა" და "ობრალოდ ერთად".

ის გახდა ინსპირაცია წერა დამეწყო. თითქოს მიმართულება მომცა...
მისი პერსონაჟებიც გვიყვებიან ამბებს, საკუთარ დრამებსა და ტრაგედიებს.
გამოვარჩევ მატილდას, გოგოს, რომელიც სრულიად შემთხვევით გაეხვევა თავბრუდამხვევ ისტორიაში.
შვილდაკარგული წყვილი, რომლებიც სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ ტკივილთან დამკლავებას...
ღიმილი მომგვარა "ყმაწვილი"-ს დასასრულმა. თარგმანი:
"ეს შემთხვევით შენი არ არის?
ერთ-ერთი ჩემი თანამგზავრი იმ ორიდან, იდგა ჩემ წინ და იმ გასაღებების აცმას მაწვდიდა,რომლებიც დავკარგე.
რომელი მათგანი?
აი, ეს კი, თქვენ თვითონ გადაწყვითეთ, მეგობრებო!"
არჩევანის თავისუფლება დაგვიტოვა მკითხველებს :)

ასევე, თბილი და ოჯახურია პატარა მოთხრობა "ლამაზად გაქცევა" , სადაც 4 და-ძმის ისტორიაა მოთხრობილი. მათი ტკივილი თუ სიხარული, ერთმანეთთან დამოკიდებულება. ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემებით დატვირთული, უცებ წასაკითხი მოთხრობა.

ანა გავალდას წიგნების ეკრანიზაციებია:
უბრალოდ ერთად - http://net.adjara.com/Movie/main?id=4125
მე ის მიყვარხა- http://www.allocine.fr/film/fichefilm_gen_cfilm=134701.html

пятница, 8 марта 2019 г.

ქალთა საერთაშორისო დღე

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.
მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი ახლდა. 1908 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში 15 ათასი ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა ოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, ლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. ქალთა სოლიდარობის სახელით, მომდევნო წლის 8 მარტს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაშიდანიაშიგერმანიასა და შვეიცარიაშიპირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით მოაწყვეს სამშვიდობო მსვლელობა 1913 წლის 8 მარტს.
1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი გახდა ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით ორგანიზებული დემონსტრაცია. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკმა ალექსანდრა კოლონტაიმ დაითანხმა ლენინი, რომ ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გამხდარიყო, თუმცა ის სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ქალთა საერთაშორისო დღე უქმედ გამოცხადდა „საბჭოთა ქალთა უდიდესი დამსახურების გამო კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში სამშობლოს დაცვისას ფრონტსა და ზურგში, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში“.


суббота, 16 февраля 2019 г.

ჩემი ცოლი

 ...ჩემი ცოლი სიყვარულით მოვიყვანე...
უეცრად შფოთვით მეღვიძება. ტელეფონზე საათს დავხედა 03:30. თიკო არ წევს და არც ბავშვია. სამზარეულოს სინათლე ოდნავ აღწევს ჩვენს საძინებლამდე. წამოვდექი და ვფიქრობ. გავიდე? თუ ძილი გავაგრძელო? გასვლა გადავწყვიტე, თორე დილით გამიურღავს ტვინს ვერაფერს გებულობ და არ მონაწილეობ ნინის აღზრდაშიაო, არადა რა აღზრდა, 3 კვირის არის ჯერ და მხოლოდ ძუძუ და სუფთა პამპერსი სჭირდება. მარამ ამას თიკოს ვერ ვეტყვი, გაიბუსება. წამოვდექი და შორტი ამოვიცვი. მე ხომ არ ვარ ჩემს სახლში, როცა მომინდება ტრუსიკით ვიტანტალო, ან მის გარეშეც. ასე ინება თიკომ. მისი სიტყვა კანონია. სულ ერთი თვე ვიცხოვრეთ ჩვენს ბინაში, მერე დაორსულდა და მიჭირსო და დედამისთან გადმოვბარგდით. არადა, სულ სხვა გეგმები მქონდა. განა არ მიყვარს ჩემი შვილი? მაგრამ მოცდა მერჩია ერთი წელი მაინც, გავერთობოდით, ვიმოგზაურებდით, ხანდახან დავბოლდებოდით და სხვა სამყაროში გადავეშვებოდით. თუმცა, თიკომ შვილი მალე მინდაო... ჩვენს სახლში დაბრუნებას ვეღარც ვახსენებ. ერთხელ შევახსენე, რომ გვაქვს ადგილი სადაც მინდა ვიყო. სახე ისე დაემანჭა, ადამიანი იფიქრებდა დანა დაარტყესო და მომიგო პასუხად:
-შენ წამოხვალ სამსახურიდან და მომეხმარები?-დავაპირე პირის გაღება და თავის დაცვა, მაგრამ აარ დამცალდა-თუ რას მთხოვ? აქ ცუდად ხარ? დედაჩემი თავს გევლება, გიმზადებს, გასმევს, გემსახურება...ნერვები ამიშალე რა.
ხოდა, დავდუმდი. სამსახურიდან წამოვალ და უსაქმური სიძე და ქმარი გავიჩითები, თან, ასე მემსახურებიან , შტერი გამოვდივარ თუ ჩემს საკუთარ ნაყიდ სახლში მინდა ჩემთვის წყნარად ყოფნა და სულ არ შევჭამ და დავლევ. ამას ვერ ვიტყვი, უმადური გამოვალ. ამიტომ ჩავიკალი ეს სურვილი და იმედს ვიტოვებ ბავშვი რომ ბაღში შევა, იქნებ მაშინ წამოვიდეს ეს გოგო სახლში.
თვალების ფშვნეტით გავედი. თიკოს ნინი უჭირავს და ატარებს. დედამისიც, ანუ ჩემი სიდედრიც იქვეა.
-გაზებია?-ვიკითხე ისე, აი რაღაც რომ უნდა თქვა.
-ჰო. ვერ ვაწყნარებ.- არადა ჩემი დაკვირვებით ნინი სულ არ არის რთული საზრდელი. ეს თიკო ამუქებს და აშავბნელებს ყველაფერს. ახლაც უჭირავს ჩაძინებული ბავშვი და არ აწვენს. რისი დამტკიცება უნდა, ერთადერთი დედა ხომ არ არის დედამიწზე? თან, გაგვაფრთხილა პედიატრმა, ძილი ერევათ ბავშვებს, დრო ჭირდებათ , არ მიაჩვიოთ ხელში ტარებას, დაბალი შუქში გყავდეთ ღამით და ნელ-ნელა დალაგდებაო. მე ეს ყველაფერი კარგად მახსოვს. აი, თიკოს ფაქტია დაავიწყდა.
-ძინავს უკვე. წამოდი. ჩააწვინე-ფრთხილად ვეუბნები
-არა, აარა. ეძინოს ასე. ჩაწავენის დროს რომ გაიღვიძოს?- რა იცი შე კაი ადამიანო, არ მოგისინჯავს. ეს ვიფიქრე. ხომ ვერ ვეტყვი.
-ხვალ გაგიჭირდება თიკო ღამე ნათევს.
-არაფერია. დედა მომეხმარება.-სიდედრი ჩუმადაა, ხმას არ იღებს. ალბათ მეთანხმება.
-თქვენ წადით. მე დავრჩები ამათთან.- მივუბრუნდი სიდედრს, რომელმაც უთქმელი თვალებით ამომხედა და გავიდა ლოჯიდან. სიდედრს არ მოვწონდი, უკეთესი უნდოდა შვილისთვის... ახლა არ ვიცი რას ფიქრობს. თავზე მყვება, ასე ამბობენ....
დივანზე ჩამოჯდომაზე დავითანხმე თიკო. გაშეშებულია. არ ვიცი რა გონია, მაგრამ დედობისთვის არ არის მზად, ისევე როგორც მე მამობისთვის. უბრალოდ, მე ამის აღიარება შემიძლია, თიკოს არა.
თავისტკივილით მეღვიძება. არ მახსოსვ რა დროს დავწექი. თიკო ისევ არ არის ლოგინში. ყავა მინდა. სამსახურში დავლევ. ვდგები, სასწრაფოდ ვივლევ, ვიუთოვებ პერანგს და ვიცვამ. მინდა გასვის წინ თიკო გამომყვეს და კოცნით დავემშვიდობო, მაგრამ ისეთი სახე აქვს და ისევ ნინი ხელში, არ ვახმოვანებ სურვილს და ჩუმად გავდივარ.
უძილობა თავისას შვება, ვერ მშველის 3 ჭიქა ყავა. ბოლო ძალებ მოკებილი ვმუშაობ. ვაიბერში შეტყობინება მომდის. ისევ ის გოგოა. თანამშრომლის დაქალია, დაბადების დღეზე გავიცანი, გავიცანი რა, გამეცნო. რაღაცეებს მიყვებოდა, არც ვუსმენდი. იმაზე ვფიქრობდი თიკო როგორ არ წამოვიდა, რა უაზრო მიზეზი მოთხარა, არადა მიყვარს ივენთებზე ცოლ-ქმარი ერთად რომ იჩითება. აი, ამიტომ არ მეჩქარებოდა ბავშვი! ხო, და ამის შემდეგ მწერს ეს გოგო. ჩემი პასუხი ყოველთვის მოკლე და ლაკონურია, ან უბრალოდ სმაილიკს ვუგზავნი. წესიერად არც მახსოვს როგორია ვიდზე. მოღალატე ტიპი არ ვარ, პირიქირთ, ზედმეტად ერთგულიც ვარ. არ მაინტერესებს სხვა ქალები. თიკო ლამაზი, მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა. თუმცა, ვფიქრობ მალე დამიბრუნდება.

     *********

კარის მკვეთრი მოჯახუნება მაღვიძებს. მგონი დილაა. გავღიზიანდი ასე უხეშად რომ მაღვიძებს თიკო ისევ... თვალებით ტელეფონს ვეძებ, ვპოულობ და ვმშვიდდები. ვიცი არ აიღებს, თან კოდიც მიდევს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო უთქვამთ ძველებს. ვაიბერს ვხსნი. ნუცას მოწერილი აქვს და ეს ღიმილსს მგვრის. არასოდეს მიცრუებს იმედს. ყოველთვის ახერხებს თბილი სიტყვების მოწერას, ეს უკვე ჰაერივით მჭირდება. მასთან შეხვედრის წარმოდგენისას გული გამალებით პატარა ბავშვივით მიცემს... არადა, მხოლოდ ვვახშმობთ, ან ყავას ვსვამთ სამსახურების შემდეგ. ის მისმენს, ყველაფრით ინტერესდება. თუმცა, მე მაინც სახლში მოვდივარ. სადაც ხმაური და დაძაბულობაა არაფრის გამო. ერექციას ვგრძნობ. ვერ ვხვდები ეს ნუცას უკავშირდება, თუ დილას. ვფიქრობ, ალბათ ორივეს. სექსი ძალიან მძიმე თემაა უკვე ჩვენთვის. ნინი 5 თვის გახდა და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ რამოდენიმეჯერ გვქონდა წესიერად. სულ რაღაც მიზეზი აქვს მოყოლებული ორსულობიდან და მეც ოლიმპიური სიმშვიდით ვიტან, ვითმენ და გაგებით ვეკიდები.
წამოვდექი. რადგან ასე ადრეა საუზმობასაც მოვასწრებ. უცებ ვივლებ წყალს და სამზარეულოში შევდივარ. თიკოს ვუღიმი. ის არ მიბრუნებს. არაუშავს, ამასაც შევეჩვიე. აბა როგორ მინდა, რა მეგონა მამობა? მისი სიტყვებია. კარაქიან და ჯემიან პურს ვჭამ და ყავას ვაყოლებ. თიკო რაღაცას ლაპარაკობს, თითქოს მე მელაპარაკება, არ ვიცი. ერთ ყურში შედის და მეორეში გამოდის მისი სიტყვები იმდენად არაფრის მომცემია. რაღაც სკამებზე და დივანზე საუბრობს. ახალ ფარდებზე და . რაც მე ძალიან მაგრად მკიდია. არ დავიკიდედი ჩემს სახლში რომ ვიყოთ და იქ უნდოდეს შეცვლა. უცებ მოვრჩი საუზმეს და ავიღე ლეპტოპი. საათს დავხედე, კიდევ ნახევარი საათი მაქვს, მაგრამ ისევ სამსახურში დავჯდე მირჩევნია. თან ნუცას მივწერ...
უცებ სინდისი მიჯიჯღინებს. ვჩერდები.
-თიკ-გამომხედა ჩამქრალი თვალებით
-რა იყო?
-ამ საღამოს გავიდეთ სადმე?
-სად გავიდეთ? მერე ბავშვი?
-დედაშენი დაიტოვებს
-არ არის კარგი აზრი.
-რატომ? სახლიდან გასვლა არ გინდა?-არაფერი მიპასუხა. დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ესეც ძველების სიტყვებია. ცოტას ვიცდი, მაგრამ ისევ არაფერი და ამიტომ მეც უხმაუროდ გავდივარ სახლიდან.
თავზესაყრელი საქმის შემდეგ ნამდვილად მინდა განტვირთვა. მყუდრო კაფეში ერთმანეთის პირისპირ მოვეწყვეთ. სულ სხვანაირი ვარ ამ გოგოსთან. მისი პოზიტივი, ღიმილი და დადებითი განწყობა მისი დანახვისთანავე გადმომედება. ვიცინი, ვხუმრობ, ძველი მე ვბრუნდები. ჩემი სხეულიდან გამოვდივარ და ჩემს თავს შორიდან ვუყურებ. მომწონს რასაც ვხედავ.
ნუცა მიმზიდველია. კარგა ხანს ძალით ვხვდებოდი. მასში ქალს ვერ ვხედავდი. მხოლოდ ისეთ პიროვნებას, რომელთანაც არსებული სიტუაციის დავიწყება მინდოდა. ახლა ვამჩნევ როგორი დახვეწილი ნაკვთები აქვს სექსუალურობაში არეული. თავის თავზე მიყვება, თავის განვლილ ცხოვრებაზე, რას ნანობს, რას შეცვლიდა. ემოციურად დაცლილი და ენდორფინებით ავსებული ვბრუნდები სახლში. საკმაოდ გვიანია. ვფიქრობ თიკოსთან თავი როგორ ვიმართლო. შევდივარ. სიჩუმეა.
-მოხვედი?-მესმის ლოჯიდან
-კი.
-ნინის სძინავს. არ იხმაურო. -მეუბნება.
-არა.-მორჩა. ესაა ჩვენი მთელი დიალოგი. ძალიან კარგი . ახსნა განმარტებაც არ დამჭირდება რატომ ვაგვიანებ.
რამ გამცვალა თიკო ასე? ქალი მზად იყო ჩემი გულისთვის ნებისმიერისთვის თვალები ამოეცალა (ასე იძახდა, ყოველშემთხვევაში) და მისი შემართება მხიბლავდა. მისი ცისფერი თვალების ბრიალი. ხანდახან რომ ისე განაზდებოდნენ, პირდაპირ შეგ ვიძძირებოდი. ახლა ეს ლამაზი, ცისფერი და ზღვისფერი თვალები ჩამქრალია...
თავიდან ჩემს თავში ვერძებდი მიზეზს, იქნებ არ ვარ სათანადოდ კარგი ქმარი, იქნებ რამეს ვაკლებ თიკოს. ქალებს რას გაუგებ-მეთქი. სიღნაღში წასვლა შევთავაზე უქმეებზე კარგ სასმტუმროში, არაო, მერე სპა სალონის აბონიმენტი ვაჩუქე, რომელშიც ყველაფერი შედიოდა, აი სხვა ადამიანს გიშვებენ იქედან (კონსულტანტმა გოგომ ასე ამიხსნა, კაცისთვის გასაგებ ენაზე) რაო? ესეთი გასუქებული აღარ მოგწონვარო? უკუღმა გაიგო. საერთოდ არაფერ შუაშია მისი ზედმეტი რამდენიმე კილოგრამი, რომელიც ჩემი დაკვირვებით ძალიანაც უხდება. რადგან წასლა-წამოსვლა არ სურდა ყვავილებს მომქონდა, სხვადასხვა საჩუქარი გავუკეთე. ვერაფრით ვასიამოვნე. ბოლოს შევეშვი... დავყარე ფარხმალი...
ვფიქრობ, ის აღარ დაბრუნდება...
ნუცამ შემომაპარა ძალიან დაცხა და ბათუმში წავსულიყავითო. სასტუმროც მოუძებნია. თავიდან შევცბი. მერე მიხვდი ეს ხომ ასეთი ლოგიკური და ბუნებრივია. ადამიანს ვხვდები თვეებია უკვე და რა თქმა უნდა სექსს ელოდება. დავთანხმდი. ახლა მოსაფიქრებელი მაქვს ამბავი, ზღაპარი რატომ მივდივარ მთელი შაბათ-კვირა ბათუმში.
-თიკო
-გისმენ-არც მიყურებს
-ბათუმში მიწევს კონფერენციაზე ორი დღით ჩასვლა.
-ხო
-შაბათ-კვირას...
-გასაგებია
-დედაშენი რომ არ იქნება?-ხავს ვებღაუჭები, მიზეზს ვეძებ ნუცას გადავუდო
-არაუშავს. სამსახურია. უარს ვერ იტყვი.-შემომხედა და ნაძალადევად გაიღიმა. მისმა ღიმილმა ძველი დრო გამახსენა და ზიზღი ვიგრძენი ჩემი თავის მიმართ.
სასტუმრო ლამაზია და ნომერი დიდი, ხედით ზღვისკენ. ნუცამ აიღო და გადაიხადა კიდეც. კაცური თავმოყვარეობა ნუ შეგელახება, შემდეგზე შენ გადაიხადეო. დავბრუნდები ორი წუთში ჰოლში ჩავირბენ-მეთქი და გამოვედი. დავურეკე თიკოს.
-რა ხდება?-ჩვეულად მპსუხობს, თითქოს უმიზეზოდ დარეკვის უფლება არ მქონდეს.
-თიკ, თიკ-აღელვებული ვარ-მოკიდე ნინის ხელი და წამოდით. გამოთავისუფლდება დრო თქვენს ჩამოსვლამდე და მეცლება
-გაგიჟდი?
-არა. გთხოვ ჩამოდი. მენატრები.
-რას ამბობ. სად წამოვალ თოთო ბავშვით
-რაღა თოთო. გაიხსენე, როგორები ვიყავით...
-სულელი ხარ.
-აბა,რას იზამ მოდიხარ?
-არა.
-თიკ. გთხოვ
-არა, არა. წავედი. ნინის ვჭირდები.
-არ გათიშო-მუდარა მაქვს ხმაში
-მადროვე რა. წადი, საქმეს მიხედე. ნახვამდის.-დაკიდა...
არადა...ჩემი ცოლი მიყვარდა...