воскресенье, 31 марта 2019 г.

მარიო ვარგას ლიოსა


მარიო ვარგას ლიოსა დიდი პერუელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატია.
მისი ორი ნაწარმოები მაქვს წაკითხული.
ვაცის ნადიმი და ცუდი გოგოს ოინები.
ვაცის ნადიმში მწერალი შთამბეჭდავად აღწერს დომენიკის რესპუბლიკაში ტრუხილიოს ეპოქასა და მის დიქტატურას. ქრონოლოგიური სიზუსტით აღადგენს დიდი პოლიტიკური მკვლელობის ირგვლივ ატეხილ აურზაურს. ამ ისტორიულ თემას, ფონად გასდევს 35 წლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული ურანია კაბრალის ისტორია, რომელიც მამის სანახავად ჩადის დომენიკის რესპუბლიკაში და ამავდროულად გახსენებას იწყებს იმ მიზეზებისა, რის გამოც მას სამშობლოს დატოვება მოუწია.
რომანი ისტორიულია. ძირითად ფაქტებზე დყრდნობილი. მარიო ვარგას ლიოსა აღწერს დიქტატური რეჟიმის არსს, მის მარწუხებსა და თავისუფლება დაკარგული ხალხის ბედს.

ცუდი გოგოს ოინებიშიც არის ისტორიული ხაზი, თუმცა ის ძირითად ხაზს- მამაკაცისა და ქალის სიყვარულს გასდევს ლანდად.
ამ ნაწარმოებში ისევ გაიჟღერებს კითხვა: როგორია ნამდვილი სიყვარული?
" ცუდი გოგო" და "კარგი ბიჭი" პერსონაჟები ერთმანეთს ყოველთვის ასე მიმართავენ.
მირაფლორესელ რიკარდო სომოკურსიოს, რომლის ერთადერთი ოცნება პარიზში ცხოვრება იყო, რომელიც ამ ოცნებას აიხდენს და იუნესკოში სინქრონისტი მთარგმნელია, უყვარს ბავშვობის დროიდან მოყოლებული, უამრავინიღბისა და სახელის მატარებელი ქალი.  მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარულის ობიექტმა ბევრი სახელი გამოიცვალა,ჩილელი გოგონა, ამხანაგი არტელე, მადამ რობერ არნუა, მისის რიჩარდსონი, კურიკო და ბოლოს მადამ რიკარდო სომოკურსიო. რომელია მისი ნამდვილჯ სახელი? ეს კითხა მთელი ნაწარმოების მანძილზე აწუხებს რიკარდოს.
მოქმედება ხდება ლიმაში, პარიზში, ლონდონში, ტოკიოსა და მადრიდში.
რიკარდო სომოკურსიოს ცცხოვრების ყველა ეტაპზე ეჩეხება ეს ბობოქარი, ამოუცნობი ქალი, რომელიც ზოგჯერ ნამდვილად თავს დამტყდარი კოშმარია, ზოგჯერ კი დიდი სიყვარული.
გირჩევთ ორივე წიგნს. აუცილებად წასაკითხ წიგნების სიაში უნდა იყოს.
მე კი მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედების გაცნობას განვაგრძობ


воскресенье, 24 марта 2019 г.

ქალაქი წყალზე (ეს საინტერესოა...)

ქალაქი წყალზე ქართველი თანამედროვე მწერლის სალომე  ბენიძის ნაწარმოებია. წიგნი ფანტასტიური ხასიათისაა, მასში ფანტასტიკა და რეალობა ისეა გადახლართულია ერთმანეთში, მკითხველის ყურადღებას მაქსიმალურად იპყრობს .
წიგნის მთავარი თემა და მამოძრავებელი ძალა- ქალებია: ძლიერი, დამოუკიდებელი, შეყვარებული და გულნატკენი ქალები, რომლებიც ყველა მსხვერპლსა თუ რისკზე გააზრებულად მიდიან, მიდიან და პასუხიმგებლობასაც ყელმოღერებით ეგებებიან.
ქალაქი წყალზეა გაშენებული. ეს ქალაქი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქში სხვადასხვა დროს მცხოვრებ ქალებს, რომლებსაც ზებუნებრივი ძალები გააჩნიათ.
ლიდიას, ელფის, ილარიას, კატარინას, მარიას და ანა-ულრიკეს ისტორია გულგრილს არ ტოვებს მკითხველს.
წიგნი პოეტური ენითაა ნაწერი და ყოველი წინადადება დაკვირვებას ითხოვს.
ეს წიგნი ქალთა უკიდეგანო სამყაროს გამოძახილია.
გირჩევთ.


понедельник, 18 марта 2019 г.

ბედუინი (ეს საინტერესოა...)

"ბედუინი" ქართველი მწერლის ნინო ჭიპაშვილის (იგივე ნეფერტარი) სადებიუტო რომანია, რომლიც ახლახანს გამოიცა. ის ამ რომანს 4 წლის მანძილზე ლიტერატურულ საიტზე http://urakparaki.com- ზე თავებად დებდა.

თამამად შემიძლია ვთქვა. რომ ქართულ სივრცეში მსგავსი არაფერი დაწერილა. ეს არის სათავგადასავლო ნაწარმოები, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება შიში, სიხარული, თავგანწირვა და სიყვარული. რომანი ერთი ამოსუნთქვით არ იკითხება. პირიქით. ის დაწერილია პოეტური ენით და ყველა წინადადება თითქოს გარითმულია. კითხვის დროს ბოლომდე შეიგრძნობ იმას, რასაც პერსონაჟი განიცდის.
უბადნოში შემთხვევით დაკარგული ქართველი გოგო ნინა და უდაბნოს შვილი ალ ქაბირი...
წიგნი ჩქარა წავიკითხე, ჩემი სულმოუთქმელი ხასიათის გამო. უცებ მინდოდა გამეგო რა ბედი ეწეოდა ამ ორ ადამიანს. მათ შორის გაბმული ნაზი სიყვარულის სიმები, გამყარდებოდნენ თუ გაწყდებოდნენ? გაუძლებდნენ უდაბნოს სისასტიკეს, თუ დანებდებოდნენ?
ვიცოდი, ნაწარმოებმა წიგნად გამოცემისთვის ცოტა სახე იცვალა.ამიტომ, რომ არაფერი დამკლებოდა, ურაკპარაკზე გაგავინაცვლე. სახეუცვლელი ვარიანტია საიტზე და იქაც გადავხედე.
მოკლედ, გირჩევთ წიგნს. ძალიან შთამბეჭდავია.
წიგნი, რომელსაც მეორედ აუცილებლად დავუნრუნდები.


четверг, 14 марта 2019 г.

ჰარუკი მურაკამი (ეს საინტერესოა...)

ჰარუკი მურაკამი თანამდროვე იაპონელი მწერალია. ის ბავშვობიდან განიცდიდა დასავლური კულტურის გავლენას, რაც მკვეთრად განოიხატება მის ნაწარმოებებში.
მე ჯერ მისი ორი ცნობილი რომანი ნორვეგიული ტყე და 1Q84 მაქვს წაკითხული.
ორივეში იგრძნობა მარტოსულობა.

ნორვეგიული ტყე მოგვითხრობს ადამიანის რთული ბედის, დანაკარგისა და სიყვარულის შესახებ. მთავარი მოქმედი პერსონაჟია ტორუ ვატანაბე, რომელსაც უყვარს ბავშვობის მეგობარი ნაოკო, ფსიქიკური აშლილობის მქონდე გოგო, რომელსაც ადამიანური დანაკლისი მშვიდად ცხოვების უფლებას არ აძლევს.
ყავს აგრეთვე სიყვარულის მეორე ობიექტი, სტუდენტობაში გაცნობილი მადორი, რომლის მიმართ ვნებიან და მაცდური სიყვარული ძალზედ განსხვავდება ნაოკოსადმი გრძნობისგან...

2010 წელს გადაიღეს ფილმი: http://net.adjara.com/Movie/main?id=3276



1Q84 არის ტრილოგია და  ფანტასტიკის ელემენტების შემცველი რომანი, რომელიც მოგვითხრობს ორი პარალელური სამყაროს შესახებ.
მთავარი პერსონაჟბია ტენგო კავანა და აომამე, რომელთა ბედით ერთმანეთთნ უხილავი ძაფებითაა გადახლართული და რის შესახებაც მათ წარმოდგნაც არ აქვთ. ისინი 1984 წლიდან უხილავი ძალების მეშვეობით გადაინაცვლებენ 1Q84–ში, პერიოდში, რომელიც ხიფათითაა სავსე.

1Q84–ის ღამის ცაზე ორი მთვარე კიდია...ერთი ჩვეულებრივი ყვითელი და მეორე შედარებით პატარა მწვანე...


воскресенье, 10 марта 2019 г.

ეს საინტერესოა... (ჩემი აღმოჩენა)

ჩემო აღმოჩენაა 21-ე საუკუნის პოპულარული ფრანგი მწერალი ანა გავალდა.
ის გახდა ინსპირაცია წერა დამეწყო. თითქოს მიმართულება მომცა...
მისი პერსონაჟებიც გვიყვებიან ამბებს, საკუთარ დრამებსა და ტრაგედიებს.
ის პარიზში დაიბადა. 1992 წელს იმარჯვებს კონკურსში "საუკეთესო სასიყვარულო წერილი". ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა , როცა მისი ნოველების კრებული "მინდა, რომ ვინმე, სადმე მელოდებოდეს..." გამოვიდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებაც დაიმსახურა. ეს კრებული  სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და მას პოპულარობა და წარმატება მოუტანა.
ამის შემდეგ გამოდის  წიგნები "მე ის მიყვარდა" და "ობრალოდ ერთად".

ის გახდა ინსპირაცია წერა დამეწყო. თითქოს მიმართულება მომცა...
მისი პერსონაჟებიც გვიყვებიან ამბებს, საკუთარ დრამებსა და ტრაგედიებს.
გამოვარჩევ მატილდას, გოგოს, რომელიც სრულიად შემთხვევით გაეხვევა თავბრუდამხვევ ისტორიაში.
შვილდაკარგული წყვილი, რომლებიც სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ ტკივილთან დამკლავებას...
ღიმილი მომგვარა "ყმაწვილი"-ს დასასრულმა. თარგმანი:
"ეს შემთხვევით შენი არ არის?
ერთ-ერთი ჩემი თანამგზავრი იმ ორიდან, იდგა ჩემ წინ და იმ გასაღებების აცმას მაწვდიდა,რომლებიც დავკარგე.
რომელი მათგანი?
აი, ეს კი, თქვენ თვითონ გადაწყვითეთ, მეგობრებო!"
არჩევანის თავისუფლება დაგვიტოვა მკითხველებს :)

ასევე, თბილი და ოჯახურია პატარა მოთხრობა "ლამაზად გაქცევა" , სადაც 4 და-ძმის ისტორიაა მოთხრობილი. მათი ტკივილი თუ სიხარული, ერთმანეთთან დამოკიდებულება. ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემებით დატვირთული, უცებ წასაკითხი მოთხრობა.

ანა გავალდას წიგნების ეკრანიზაციებია:
უბრალოდ ერთად - http://net.adjara.com/Movie/main?id=4125
მე ის მიყვარხა- http://www.allocine.fr/film/fichefilm_gen_cfilm=134701.html

пятница, 8 марта 2019 г.

ქალთა საერთაშორისო დღე

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.
მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი ახლდა. 1908 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში 15 ათასი ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა ოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, ლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. ქალთა სოლიდარობის სახელით, მომდევნო წლის 8 მარტს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაშიდანიაშიგერმანიასა და შვეიცარიაშიპირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით მოაწყვეს სამშვიდობო მსვლელობა 1913 წლის 8 მარტს.
1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი გახდა ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით ორგანიზებული დემონსტრაცია. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკმა ალექსანდრა კოლონტაიმ დაითანხმა ლენინი, რომ ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გამხდარიყო, თუმცა ის სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ქალთა საერთაშორისო დღე უქმედ გამოცხადდა „საბჭოთა ქალთა უდიდესი დამსახურების გამო კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში სამშობლოს დაცვისას ფრონტსა და ზურგში, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში“.