суббота, 25 мая 2019 г.

26 მაისი

დამოუკიდებლობის დღე.
ჯერ დავფიქრდეთ სიტყვაზე "დამოუკიდებლობა", რა დატვირთვის მატარებელია? რას მოიცავს და გულისხობს საკუთარ თავში?
ანუ ვინმეზე/რამეზე არ დამოკიდებულება, გადაწყვეტილებების თამამად მიღება, სხვისი აზრის არ გათვალისწინება (ამ შემთხვევაში, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება) საკუთარი ქვეყნის  ერთპიროვნული მართვა.
ეს დღე არის ჩვენი პატარა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული, ამაღელვებელი და დიდებული დღე.
ჯერ კიდევ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით საქართველოს მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც საბოლოოდ 1991 წლის 9 აპრილის აქტით საქარტველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქვეყნოდ გამოაცხადა. ამ ფაქტით საქართველომ დაიწყო თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრება.
მანამდე, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს რუსეთის იმპპერიას გამოეყო და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა-ეროვნულმა საბჭომ "საქარტველოს სახემწიფოებრვი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
გილოცავთ!!!

среда, 22 мая 2019 г.

ორიოდე სიტყვა სამეფო კარის თამაშებზე...

მსოფლიოში ცნობილი და ყურებადი HBO-ს სატელევიზიო შოუ, ფენტეზი, სამეფო კარის თამაშები დასრულდა. დასრულდა კრახით.
არ შევეხები პირველ 7 საოცარ სეზონს, სადაც დაწვრილებით და ნაბიჯ-ნაბიჯ იქნა ყველა გადაწყვეტილება მიღებული თითოეული პერსონაჟის მიერ და ეს გასაგები იყო ჩვენთვის, მაყურებლებისა და ფანებისთვის.
სატელევიზიო შოუს, როემელსაც მთელი ერთი წელი ელი, რომ განსაკუთრებული 10 სერიით დატკბე... ეს ასე იყო წარსულში, მანამ სანამ ზამთარი დადგებოდა. დადგა ზამთარი, მოვიდა ღამის კაცი და აირ-დაირია ყველაფერი.

ჩემთვის საყვარელი და მიზნისკენ მსწრაფი, შეუპოვარი და სამართლიანი დეინერის ტარგარიანი, რომელმაც ასეულობით წლის წინ გადაშენებული დრაკონები ისევ მოავლინა ქვეყანას და გახდა მათი დედა, მოკლულ იქნა საყვარელი ადამიანის მიერ უსასტიკესი სიკვდილით,როცა მოწინააღმდეგეთა შორის ძალები მხილოდ ერთ მხარსაა გადანაწილებული 100%-ით. დრაკონების დედამ გამოიარა სისხლიანი გრძელი გზა, ამ გზაზე დაკარგა ქმარი, შვილი, მეგობრები და ორი დრაკონი. ქალმა ვერც კი მოასწრო გამარჯვებით ტკბობა ისე ჩასცეს ლახვარი. მისი სიკვდილი იყო ყველაზე უსამართლო (ჩემი აზრით) ჩემ მიერ ნანახ სატელევიზიო შოუებს შორის. ვფიქრობდი,რომ მისი სიკვდილი ერთ-ერთი ვარიანტი იქნებოდა სერიალის დასასრულის. მაგრამ ასეთს ვერ წარმოვიდგენდი. ასე იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ, როცა მენტალისტში ბოლოს-და ბოლოს პატრიკ ჯეინი სისხლიან ჯონს ამხელს და მის ვინაობას იგებს. ასე არ მწყენია "კარგ ცოლში" უილის სიკვდილი, რომელსაც დიდხანს არ ვიჯერებდი და ამავე შოუში, პირველი სეზონის ბოლოს მოკლული ყველასთვის საყვარელი ნედ სტარკის სიკვდილის დასჯის სცენის შემდეგ და მას შემდეგ, რაც მისი თავი წამოაცვეს და აღმართეს სარზე, რათა ყველას ენახა, ვერ დავიჯერე და ბოლომდე მეგონა რაღაც ხრიკებით ნედი ისევ ცოცოხალი მოგვევლინებათქო...
დიდებული ქალის, დრაკონით მფრინავი ქალის უსამართლო აღსასრული.
ჯონ სნოუ უღირსი ტარგარიანი, რომელიც არ იმსახურებდა ამ გვარს და რომლის ადგილი ზუსტად რომ იქ არის საიდანაც წამოვიდა, მაგრამ ისევ გაამწესეს.
ეს არის ჩემი კომენტარი.
პატივისცემით
თავისუფალი მწერალი




воскресенье, 31 марта 2019 г.

მარიო ვარგას ლიოსა


მარიო ვარგას ლიოსა დიდი პერუელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატია.
მისი ორი ნაწარმოები მაქვს წაკითხული.
ვაცის ნადიმი და ცუდი გოგოს ოინები.
ვაცის ნადიმში მწერალი შთამბეჭდავად აღწერს დომენიკის რესპუბლიკაში ტრუხილიოს ეპოქასა და მის დიქტატურას. ქრონოლოგიური სიზუსტით აღადგენს დიდი პოლიტიკური მკვლელობის ირგვლივ ატეხილ აურზაურს. ამ ისტორიულ თემას, ფონად გასდევს 35 წლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული ურანია კაბრალის ისტორია, რომელიც მამის სანახავად ჩადის დომენიკის რესპუბლიკაში და ამავდროულად გახსენებას იწყებს იმ მიზეზებისა, რის გამოც მას სამშობლოს დატოვება მოუწია.
რომანი ისტორიულია. ძირითად ფაქტებზე დყრდნობილი. მარიო ვარგას ლიოსა აღწერს დიქტატური რეჟიმის არსს, მის მარწუხებსა და თავისუფლება დაკარგული ხალხის ბედს.

ცუდი გოგოს ოინებიშიც არის ისტორიული ხაზი, თუმცა ის ძირითად ხაზს- მამაკაცისა და ქალის სიყვარულს გასდევს ლანდად.
ამ ნაწარმოებში ისევ გაიჟღერებს კითხვა: როგორია ნამდვილი სიყვარული?
" ცუდი გოგო" და "კარგი ბიჭი" პერსონაჟები ერთმანეთს ყოველთვის ასე მიმართავენ.
მირაფლორესელ რიკარდო სომოკურსიოს, რომლის ერთადერთი ოცნება პარიზში ცხოვრება იყო, რომელიც ამ ოცნებას აიხდენს და იუნესკოში სინქრონისტი მთარგმნელია, უყვარს ბავშვობის დროიდან მოყოლებული, უამრავინიღბისა და სახელის მატარებელი ქალი.  მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარულის ობიექტმა ბევრი სახელი გამოიცვალა,ჩილელი გოგონა, ამხანაგი არტელე, მადამ რობერ არნუა, მისის რიჩარდსონი, კურიკო და ბოლოს მადამ რიკარდო სომოკურსიო. რომელია მისი ნამდვილჯ სახელი? ეს კითხა მთელი ნაწარმოების მანძილზე აწუხებს რიკარდოს.
მოქმედება ხდება ლიმაში, პარიზში, ლონდონში, ტოკიოსა და მადრიდში.
რიკარდო სომოკურსიოს ცცხოვრების ყველა ეტაპზე ეჩეხება ეს ბობოქარი, ამოუცნობი ქალი, რომელიც ზოგჯერ ნამდვილად თავს დამტყდარი კოშმარია, ზოგჯერ კი დიდი სიყვარული.
გირჩევთ ორივე წიგნს. აუცილებად წასაკითხ წიგნების სიაში უნდა იყოს.
მე კი მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედების გაცნობას განვაგრძობ


воскресенье, 24 марта 2019 г.

ქალაქი წყალზე (ეს საინტერესოა...)

ქალაქი წყალზე ქართველი თანამედროვე მწერლის სალომე  ბენიძის ნაწარმოებია. წიგნი ფანტასტიური ხასიათისაა, მასში ფანტასტიკა და რეალობა ისეა გადახლართულია ერთმანეთში, მკითხველის ყურადღებას მაქსიმალურად იპყრობს .
წიგნის მთავარი თემა და მამოძრავებელი ძალა- ქალებია: ძლიერი, დამოუკიდებელი, შეყვარებული და გულნატკენი ქალები, რომლებიც ყველა მსხვერპლსა თუ რისკზე გააზრებულად მიდიან, მიდიან და პასუხიმგებლობასაც ყელმოღერებით ეგებებიან.
ქალაქი წყალზეა გაშენებული. ეს ქალაქი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქში სხვადასხვა დროს მცხოვრებ ქალებს, რომლებსაც ზებუნებრივი ძალები გააჩნიათ.
ლიდიას, ელფის, ილარიას, კატარინას, მარიას და ანა-ულრიკეს ისტორია გულგრილს არ ტოვებს მკითხველს.
წიგნი პოეტური ენითაა ნაწერი და ყოველი წინადადება დაკვირვებას ითხოვს.
ეს წიგნი ქალთა უკიდეგანო სამყაროს გამოძახილია.
გირჩევთ.


понедельник, 18 марта 2019 г.

ბედუინი (ეს საინტერესოა...)

"ბედუინი" ქართველი მწერლის ნინო ჭიპაშვილის (იგივე ნეფერტარი) სადებიუტო რომანია, რომლიც ახლახანს გამოიცა. ის ამ რომანს 4 წლის მანძილზე ლიტერატურულ საიტზე http://urakparaki.com- ზე თავებად დებდა.

თამამად შემიძლია ვთქვა. რომ ქართულ სივრცეში მსგავსი არაფერი დაწერილა. ეს არის სათავგადასავლო ნაწარმოები, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება შიში, სიხარული, თავგანწირვა და სიყვარული. რომანი ერთი ამოსუნთქვით არ იკითხება. პირიქით. ის დაწერილია პოეტური ენით და ყველა წინადადება თითქოს გარითმულია. კითხვის დროს ბოლომდე შეიგრძნობ იმას, რასაც პერსონაჟი განიცდის.
უბადნოში შემთხვევით დაკარგული ქართველი გოგო ნინა და უდაბნოს შვილი ალ ქაბირი...
წიგნი ჩქარა წავიკითხე, ჩემი სულმოუთქმელი ხასიათის გამო. უცებ მინდოდა გამეგო რა ბედი ეწეოდა ამ ორ ადამიანს. მათ შორის გაბმული ნაზი სიყვარულის სიმები, გამყარდებოდნენ თუ გაწყდებოდნენ? გაუძლებდნენ უდაბნოს სისასტიკეს, თუ დანებდებოდნენ?
ვიცოდი, ნაწარმოებმა წიგნად გამოცემისთვის ცოტა სახე იცვალა.ამიტომ, რომ არაფერი დამკლებოდა, ურაკპარაკზე გაგავინაცვლე. სახეუცვლელი ვარიანტია საიტზე და იქაც გადავხედე.
მოკლედ, გირჩევთ წიგნს. ძალიან შთამბეჭდავია.
წიგნი, რომელსაც მეორედ აუცილებლად დავუნრუნდები.


четверг, 14 марта 2019 г.

ჰარუკი მურაკამი (ეს საინტერესოა...)

ჰარუკი მურაკამი თანამდროვე იაპონელი მწერალია. ის ბავშვობიდან განიცდიდა დასავლური კულტურის გავლენას, რაც მკვეთრად განოიხატება მის ნაწარმოებებში.
მე ჯერ მისი ორი ცნობილი რომანი ნორვეგიული ტყე და 1Q84 მაქვს წაკითხული.
ორივეში იგრძნობა მარტოსულობა.

ნორვეგიული ტყე მოგვითხრობს ადამიანის რთული ბედის, დანაკარგისა და სიყვარულის შესახებ. მთავარი მოქმედი პერსონაჟია ტორუ ვატანაბე, რომელსაც უყვარს ბავშვობის მეგობარი ნაოკო, ფსიქიკური აშლილობის მქონდე გოგო, რომელსაც ადამიანური დანაკლისი მშვიდად ცხოვების უფლებას არ აძლევს.
ყავს აგრეთვე სიყვარულის მეორე ობიექტი, სტუდენტობაში გაცნობილი მადორი, რომლის მიმართ ვნებიან და მაცდური სიყვარული ძალზედ განსხვავდება ნაოკოსადმი გრძნობისგან...

2010 წელს გადაიღეს ფილმი: http://net.adjara.com/Movie/main?id=3276



1Q84 არის ტრილოგია და  ფანტასტიკის ელემენტების შემცველი რომანი, რომელიც მოგვითხრობს ორი პარალელური სამყაროს შესახებ.
მთავარი პერსონაჟბია ტენგო კავანა და აომამე, რომელთა ბედით ერთმანეთთნ უხილავი ძაფებითაა გადახლართული და რის შესახებაც მათ წარმოდგნაც არ აქვთ. ისინი 1984 წლიდან უხილავი ძალების მეშვეობით გადაინაცვლებენ 1Q84–ში, პერიოდში, რომელიც ხიფათითაა სავსე.

1Q84–ის ღამის ცაზე ორი მთვარე კიდია...ერთი ჩვეულებრივი ყვითელი და მეორე შედარებით პატარა მწვანე...


воскресенье, 10 марта 2019 г.

ეს საინტერესოა... (ჩემი აღმოჩენა)

ჩემო აღმოჩენაა 21-ე საუკუნის პოპულარული ფრანგი მწერალი ანა გავალდა.
ის გახდა ინსპირაცია წერა დამეწყო. თითქოს მიმართულება მომცა...
მისი პერსონაჟებიც გვიყვებიან ამბებს, საკუთარ დრამებსა და ტრაგედიებს.
ის პარიზში დაიბადა. 1992 წელს იმარჯვებს კონკურსში "საუკეთესო სასიყვარულო წერილი". ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა , როცა მისი ნოველების კრებული "მინდა, რომ ვინმე, სადმე მელოდებოდეს..." გამოვიდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებაც დაიმსახურა. ეს კრებული  სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და მას პოპულარობა და წარმატება მოუტანა.
ამის შემდეგ გამოდის  წიგნები "მე ის მიყვარდა" და "ობრალოდ ერთად".

ის გახდა ინსპირაცია წერა დამეწყო. თითქოს მიმართულება მომცა...
მისი პერსონაჟებიც გვიყვებიან ამბებს, საკუთარ დრამებსა და ტრაგედიებს.
გამოვარჩევ მატილდას, გოგოს, რომელიც სრულიად შემთხვევით გაეხვევა თავბრუდამხვევ ისტორიაში.
შვილდაკარგული წყვილი, რომლებიც სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ ტკივილთან დამკლავებას...
ღიმილი მომგვარა "ყმაწვილი"-ს დასასრულმა. თარგმანი:
"ეს შემთხვევით შენი არ არის?
ერთ-ერთი ჩემი თანამგზავრი იმ ორიდან, იდგა ჩემ წინ და იმ გასაღებების აცმას მაწვდიდა,რომლებიც დავკარგე.
რომელი მათგანი?
აი, ეს კი, თქვენ თვითონ გადაწყვითეთ, მეგობრებო!"
არჩევანის თავისუფლება დაგვიტოვა მკითხველებს :)

ასევე, თბილი და ოჯახურია პატარა მოთხრობა "ლამაზად გაქცევა" , სადაც 4 და-ძმის ისტორიაა მოთხრობილი. მათი ტკივილი თუ სიხარული, ერთმანეთთან დამოკიდებულება. ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემებით დატვირთული, უცებ წასაკითხი მოთხრობა.

ანა გავალდას წიგნების ეკრანიზაციებია:
უბრალოდ ერთად - http://net.adjara.com/Movie/main?id=4125
მე ის მიყვარხა- http://www.allocine.fr/film/fichefilm_gen_cfilm=134701.html