воскресенье, 31 марта 2019 г.

მარიო ვარგას ლიოსა


მარიო ვარგას ლიოსა დიდი პერუელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატია.
მისი ორი ნაწარმოები მაქვს წაკითხული.
ვაცის ნადიმი და ცუდი გოგოს ოინები.
ვაცის ნადიმში მწერალი შთამბეჭდავად აღწერს დომენიკის რესპუბლიკაში ტრუხილიოს ეპოქასა და მის დიქტატურას. ქრონოლოგიური სიზუსტით აღადგენს დიდი პოლიტიკური მკვლელობის ირგვლივ ატეხილ აურზაურს. ამ ისტორიულ თემას, ფონად გასდევს 35 წლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული ურანია კაბრალის ისტორია, რომელიც მამის სანახავად ჩადის დომენიკის რესპუბლიკაში და ამავდროულად გახსენებას იწყებს იმ მიზეზებისა, რის გამოც მას სამშობლოს დატოვება მოუწია.
რომანი ისტორიულია. ძირითად ფაქტებზე დყრდნობილი. მარიო ვარგას ლიოსა აღწერს დიქტატური რეჟიმის არსს, მის მარწუხებსა და თავისუფლება დაკარგული ხალხის ბედს.

ცუდი გოგოს ოინებიშიც არის ისტორიული ხაზი, თუმცა ის ძირითად ხაზს- მამაკაცისა და ქალის სიყვარულს გასდევს ლანდად.
ამ ნაწარმოებში ისევ გაიჟღერებს კითხვა: როგორია ნამდვილი სიყვარული?
" ცუდი გოგო" და "კარგი ბიჭი" პერსონაჟები ერთმანეთს ყოველთვის ასე მიმართავენ.
მირაფლორესელ რიკარდო სომოკურსიოს, რომლის ერთადერთი ოცნება პარიზში ცხოვრება იყო, რომელიც ამ ოცნებას აიხდენს და იუნესკოში სინქრონისტი მთარგმნელია, უყვარს ბავშვობის დროიდან მოყოლებული, უამრავინიღბისა და სახელის მატარებელი ქალი.  მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარულის ობიექტმა ბევრი სახელი გამოიცვალა,ჩილელი გოგონა, ამხანაგი არტელე, მადამ რობერ არნუა, მისის რიჩარდსონი, კურიკო და ბოლოს მადამ რიკარდო სომოკურსიო. რომელია მისი ნამდვილჯ სახელი? ეს კითხა მთელი ნაწარმოების მანძილზე აწუხებს რიკარდოს.
მოქმედება ხდება ლიმაში, პარიზში, ლონდონში, ტოკიოსა და მადრიდში.
რიკარდო სომოკურსიოს ცცხოვრების ყველა ეტაპზე ეჩეხება ეს ბობოქარი, ამოუცნობი ქალი, რომელიც ზოგჯერ ნამდვილად თავს დამტყდარი კოშმარია, ზოგჯერ კი დიდი სიყვარული.
გირჩევთ ორივე წიგნს. აუცილებად წასაკითხ წიგნების სიაში უნდა იყოს.
მე კი მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედების გაცნობას განვაგრძობ


Комментариев нет:

Отправить комментарий