понедельник, 18 марта 2019 г.

ბედუინი (ეს საინტერესოა...)

"ბედუინი" ქართველი მწერლის ნინო ჭიპაშვილის (იგივე ნეფერტარი) სადებიუტო რომანია, რომლიც ახლახანს გამოიცა. ის ამ რომანს 4 წლის მანძილზე ლიტერატურულ საიტზე http://urakparaki.com- ზე თავებად დებდა.

თამამად შემიძლია ვთქვა. რომ ქართულ სივრცეში მსგავსი არაფერი დაწერილა. ეს არის სათავგადასავლო ნაწარმოები, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება შიში, სიხარული, თავგანწირვა და სიყვარული. რომანი ერთი ამოსუნთქვით არ იკითხება. პირიქით. ის დაწერილია პოეტური ენით და ყველა წინადადება თითქოს გარითმულია. კითხვის დროს ბოლომდე შეიგრძნობ იმას, რასაც პერსონაჟი განიცდის.
უბადნოში შემთხვევით დაკარგული ქართველი გოგო ნინა და უდაბნოს შვილი ალ ქაბირი...
წიგნი ჩქარა წავიკითხე, ჩემი სულმოუთქმელი ხასიათის გამო. უცებ მინდოდა გამეგო რა ბედი ეწეოდა ამ ორ ადამიანს. მათ შორის გაბმული ნაზი სიყვარულის სიმები, გამყარდებოდნენ თუ გაწყდებოდნენ? გაუძლებდნენ უდაბნოს სისასტიკეს, თუ დანებდებოდნენ?
ვიცოდი, ნაწარმოებმა წიგნად გამოცემისთვის ცოტა სახე იცვალა.ამიტომ, რომ არაფერი დამკლებოდა, ურაკპარაკზე გაგავინაცვლე. სახეუცვლელი ვარიანტია საიტზე და იქაც გადავხედე.
მოკლედ, გირჩევთ წიგნს. ძალიან შთამბეჭდავია.
წიგნი, რომელსაც მეორედ აუცილებლად დავუნრუნდები.


6 комментариев:


  1. დიდი მადლობა თავისუფალო მწერალო, ასეთი კარგი და რაც მთავარია სწორი შეფასებისთვის. ეს წიგნი მართლაც არ არის ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი. :) ყველა ფაქტი, ისტორიული, გეოლოგიური, გეოგრაფიული, ასტრონომია, ფიზიკა, ქიმია, ბოტანიკა და ზოოლოგია ნამდვილია და მეცნიერულად შემოწმებული. :) კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი ხედვისთვის. პატივისცემით "ნეფერტარი".

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თქვენ დიდი მადლობა, რომ ასეთი შთამბეჭდავი წიგნი გვაჩუქეთ ქართველ მკითხველს :)

      Удалить
    2. პატივისცემით " თავისუფალი მწერალი"

      Удалить
    3. დიდი მადლობა! 💖 ქალბატონო ნინო!

      Удалить
  2. ძალიან შთამბეჭავი წიგნია, დახვეწილი და გამართული წინადადებებებით რაც იშვიათია დამწყებ მწერლებში. არა გაწელილი და გადატვირთული ბრტყელი ტერმინოლოგიით. იკითხება სრული სიამოვნებით, საინტერესო სიუჟეტები და ღრმად გადმოცემული გრძნობები.დიდი მადლობა ავტორს ამ ლამაზი მოგზაურობისთვის წიგნში❤️����

    ОтветитьУдалить
  3. უღრმესი მადლობა ამ სიამოვნებისთვის,მინდოდა დასასრული არ ქონოდა და უსასრულოდ მეკითხა და თან დასასრულის გემო შემეგრძნო.გთხოვთ, გაგრძელება გვაჩუქეთ.მათი ერთად ყოფნის წყურვილი მკლავს,მათი უსიტყვო გაგონების და ულამაზესი სიყვარულის

    ОтветитьУдалить