среда, 22 мая 2019 г.

ორიოდე სიტყვა სამეფო კარის თამაშებზე...

მსოფლიოში ცნობილი და ყურებადი HBO-ს სატელევიზიო შოუ, ფენტეზი, სამეფო კარის თამაშები დასრულდა. დასრულდა კრახით.
არ შევეხები პირველ 7 საოცარ სეზონს, სადაც დაწვრილებით და ნაბიჯ-ნაბიჯ იქნა ყველა გადაწყვეტილება მიღებული თითოეული პერსონაჟის მიერ და ეს გასაგები იყო ჩვენთვის, მაყურებლებისა და ფანებისთვის.
სატელევიზიო შოუს, როემელსაც მთელი ერთი წელი ელი, რომ განსაკუთრებული 10 სერიით დატკბე... ეს ასე იყო წარსულში, მანამ სანამ ზამთარი დადგებოდა. დადგა ზამთარი, მოვიდა ღამის კაცი და აირ-დაირია ყველაფერი.

ჩემთვის საყვარელი და მიზნისკენ მსწრაფი, შეუპოვარი და სამართლიანი დეინერის ტარგარიანი, რომელმაც ასეულობით წლის წინ გადაშენებული დრაკონები ისევ მოავლინა ქვეყანას და გახდა მათი დედა, მოკლულ იქნა საყვარელი ადამიანის მიერ უსასტიკესი სიკვდილით,როცა მოწინააღმდეგეთა შორის ძალები მხილოდ ერთ მხარსაა გადანაწილებული 100%-ით. დრაკონების დედამ გამოიარა სისხლიანი გრძელი გზა, ამ გზაზე დაკარგა ქმარი, შვილი, მეგობრები და ორი დრაკონი. ქალმა ვერც კი მოასწრო გამარჯვებით ტკბობა ისე ჩასცეს ლახვარი. მისი სიკვდილი იყო ყველაზე უსამართლო (ჩემი აზრით) ჩემ მიერ ნანახ სატელევიზიო შოუებს შორის. ვფიქრობდი,რომ მისი სიკვდილი ერთ-ერთი ვარიანტი იქნებოდა სერიალის დასასრულის. მაგრამ ასეთს ვერ წარმოვიდგენდი. ასე იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ, როცა მენტალისტში ბოლოს-და ბოლოს პატრიკ ჯეინი სისხლიან ჯონს ამხელს და მის ვინაობას იგებს. ასე არ მწყენია "კარგ ცოლში" უილის სიკვდილი, რომელსაც დიდხანს არ ვიჯერებდი და ამავე შოუში, პირველი სეზონის ბოლოს მოკლული ყველასთვის საყვარელი ნედ სტარკის სიკვდილის დასჯის სცენის შემდეგ და მას შემდეგ, რაც მისი თავი წამოაცვეს და აღმართეს სარზე, რათა ყველას ენახა, ვერ დავიჯერე და ბოლომდე მეგონა რაღაც ხრიკებით ნედი ისევ ცოცოხალი მოგვევლინებათქო...
დიდებული ქალის, დრაკონით მფრინავი ქალის უსამართლო აღსასრული.
ჯონ სნოუ უღირსი ტარგარიანი, რომელიც არ იმსახურებდა ამ გვარს და რომლის ადგილი ზუსტად რომ იქ არის საიდანაც წამოვიდა, მაგრამ ისევ გაამწესეს.
ეს არის ჩემი კომენტარი.
პატივისცემით
თავისუფალი მწერალი




1 комментарий:

  1. მთლიანად გეთანხმები. ზუსტად ასეა. საერთოდ, ფინალის შექმნა ყველაზე რთულია ყველგან: კინოსცენარში, პროზაში, პოეზიაში და პუბლიცისტიკაშიც. სატახტო თამაშებშიც ვერ გაამართლდა მოლოდინი. ბედნიერ ფინალს არ ვგულისხმობდი, ბანალურს გახდიდა ყველაფერს, მაგრამ არც ასეთ უღირს ფინალს ველოდი.

    ОтветитьУдалить